ჰამასი: ღაზაში 6 მძევალი ისრაელის დაბომბვის შედეგად დაიღუპა

ჰამასი: ღაზაში 6 მძევალი ისრაელის დაბომბვის შედეგად დაიღუპა

2182246
ჰამასი: ღაზაში 6 მძევალი ისრაელის დაბომბვის შედეგად დაიღუპა

ჰამასის ცნობით, ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 ისრაელელი მძევალი, რომლებიც ისრაელის არმიამ გარდაცვლილი იპოვა ღაზის სექტორში.

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს წევრმა იზატ ერ-რიშკმა თავის განცხადებაში თქვა, რომ ღაზის სექტორში ისრაელელი მძევლები დაიღუპნენ "სიონისტების დაბომბვის შედეგად, რომლებიც პალესტინელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების იარაღით ხოცავენ".

მანვე თქვა: „თუ აშშ-ს პრეზიდენტი (ჯო) ბაიდენი შფოთავს ისრაელელი მძევლების სიცოცხლეზე, უნდა შეწყვიტოს ამ მტრის მხარდაჭერა ფულითა და იარაღით და ზეწოლა მოახდინოს ოკუპანტებზე, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესია“.

"ჰამასი უფრო მეტად იყო დაინტერესებული პატიმრების სიცოცხლით, ვიდრე ბაიდენი და ამიტომ მიიღო მისი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. ნეთანიაჰუმ კი უარყო ისინი." - თქვა რიშკმა და აშშ-ის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ბაიდენს დააკისრა პასუხისმგებლობა „ღაზის სექტორში ჩადენილ დანაშაულებსა და დამანგრეველ ომზე“.

მან ასევე დასძინა: "ნეთანიაჰუ, მისი ექსტრემისტული მთავრობა და ყველა, ვინც მხარს უჭერდა ამ აგრესიას, გადაიხდის საფასურს ამ სასტიკი დანაშაულებისთვის და 11-თვიანი გენოციდური ომისთვის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ისტორია გაიხსენებს, რომ ბაიდენი თეთრი სახლიდან წასვლისას იყო თანამონაწილე და მხარდამჭერი ომის დამნაშავე ნეთანიაჰუსა და მისი ბანდისა“.

მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში გვირაბში 6 ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს, ჰამასის სამხედრო ფრთამ, იზ ალ-დინ ალ-კასამის ბრიგადებმა ვიდეო გაავრცელეს.

ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახებისადმი მიმართულ ვიდეოში ნათქვამია: "ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აირჩია ფილადელფის დერეფანი იმის ნაცვლად, რომ გადაერჩინა თქვენი (ღაზის სექტორში მყოფი ისრაელელი) ტყვეები".

ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისრაელის არმიამ "განზრახ" მოკლა ისრაელელი ტყვეები ღაზის სექტორში და რომ ეს ჯარისკაცები "იყვნენ პირველი, ვისაც გაათავისუფლებდნენ, თუ მოხდებოდა შეთანხმება".


საკვანძო სიტყვები: #მძევლები , #ისრაელი , #ჰამასი

მსგავსი ინფორმაციები