ისრაელი TRT-ს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

ისრაელი TRT-ს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

2180345
ისრაელი TRT-ს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის არხის TRT Arabi-ს ოპერატორი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ხან იუნუსზე თავდასხმის შედეგად დაშავდა.

ისრაელის არმია ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოს მახლობლად ჟურნალისტთა კარვის წინ მდგარ მანქანას თავს დაესხა.

აღინიშნა, რომ TRT Arabi-ს ოპერატორი მუჰამედ ეზ-ზეანინი აფეთქების შედეგად თვალის არეში დაშავდა, ასევე დაშავდა მისი თანაშემწე მუჰამედ კარაჯა და პრესის მრავალი წარმომადგენელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ით თავდასხმის შესახებ პოსტი გაავრცელა.

მასში ნათქვამია: "TRT-ის წევრებზე თავდასხმები ღაზაში არის ხელები სისხლით დასვრილი ისრაელის მცდელობა დაფაროს ჭეშმარიტება. ჩვენ ვდგავართ პრესის ყველა წევრის გვერდით, რომლებიც მთელი ძალით მუშაობენ იმისთვის, რომ ისრაელის სისასტიკე მთელ მსოფლიოს გააგებინონ. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თავდასხმის შედეგად დაშავებულ TRT-ის წარმომადგენებს“.


საკვანძო სიტყვები: #TRT , #ტრტ , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები