ირაკლი კობახიძე: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აღდგება
ირაკლი კობახიძე: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აღდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აღდგება.
რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი კობახიძე დედაქალაქ თბილისში „ძმათა სასაფლაოზე“ მივიდა.
კობახიძემ აქ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2008 წელს ომში დაღუპული ჯარისკაცები იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და დაამატა: "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი მეთოდებით აუცილებლად აღდგება".
ომის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებმა საქართველოსგან ცალმხრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
რუსეთმა 2008 წელს სცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და საქართველომ საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, მხარეებს შორის შუამავლის როლი შვეიცარიამ აიღო.
მსგავსი ინფორმაციები
სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით PKK/YPG-ს 13 ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით PKK/YPG-ს 13 ტერორისტი იქნა განეიტრალებული