ალი ბაქირიმ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

ალი ბაქირიმ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

2171761
ალი ბაქირიმ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ბაქირიმ განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს.

„ირანის რეაქცია აუცილებლად იქნება“, - თქვა მან.

ალი ბაქირი დედაქალაქ თეირანში უცხო ქვეყნების ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს შეხვდა.

აქ ბაქირიმ, გასულ კვირას მისი ქვეყნის დედაქალაქ თეირანში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ  განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს მკვლელობა იყო პალესტინელების წინააღმდეგ „გენოციდის პროექტის“ ნაწილი და დასძინა, რომ ეჭვგარეშეა, რომ ირანი ამ ფაქტში ადანაშაულებს კრიმინალურ ქსელს (ისრაელს), რომელიც ოკუპაციას ახორციელებს პალესტინის მიწებზე.

ბაქირიმ მიუთითა ისრაელის თავდასხმებზე რეგიონში, განსაკუთრებით ღაზაში, და განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ არ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა ამ თავდასხმების შესაჩერებლად. ბაქირიმ თქვა: „უმოქმედობა კრიმინალს უფრო საშიშს ხდის. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის, იწვევს დანაშაულისა და ბოროტების ნორმალიზებას. ისმაილ ჰანიეს ვერაგული მკვლელობა თვითნებური მკვლელობისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია. ასეთი აგრესია არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. ირანის რეაქცია აუცილებლად იქნება“.



მსგავსი ინფორმაციები