დოჰაში ისმაილ ჰანიეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

დოჰაში ისმაილ ჰანიეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

2170708
დოჰაში ისმაილ ჰანიეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის ისმაილ ჰანიეს დაკრძალვის ცერემონია, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუში, ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი.

დილიდან ცერემონიაზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ჩავიდა.

ჰანიეს დაკრძალვის ლოცვა არაბული და ისლამური სამყაროს ლიდერების მონაწილეობით შესრულდა.

ჰანიესა და მისი მცველის ცხედრებს ქალაქ ლუსაილში დაკრძალავენ.

ისმაილ ჰანიესთვის პირველი ცერემონია გუშინ ირანში ათასობით ადამიანის მონაწილეობით გაიმართა.

თეირანში გამართული ცერემონიის შემდეგ ჰანიეს ცხედარი კატარში გადაასვენეს.


საკვანძო სიტყვები: #ისმაილ ჰანიე , #დოჰა

მსგავსი ინფორმაციები