დღეს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

2159488
დღეს ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს, ირანში მე-14 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გრძელდება.

მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ ფეზეშქიანი, რომელმაც ხმების 42,5 პროცენტი მიიღო და კონსერვატორი საიიდ ჯალილი, რომელსაც პირველ ტურში, ხმების 36,6 პროცენტი ჰქონდა მოგროვებული.

ირანში, რომლის მოსახლეობაც თითქმის 88 მილიონია, დაახლოებით 62 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია ხმის მიცემა.

გამოკითხვებში მასუდ ფეზეშქიანი გამოდის წინა პლანზე.  

ირანში პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ და ზედიზედ მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება იქნას არჩეული.



მსგავსი ინფორმაციები