არარატ მირზოიანი საქართველოში ვიზიტით ჩავიდა

არარატ მირზოიანი საქართველოში ვიზიტით ჩავიდა

2158975
არარატ მირზოიანი საქართველოში ვიზიტით ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მომზადება და გაფორმება შესაძლებელი იქნება ერთთვიანი ინტენსიური მუშაობით.

მირზოიანი, რომელიც ოფიციალური შეხვედრების ჩასატარებლად თბილისში ჩავიდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

დარჩიაშვილმა და მირზოიანმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სიტყვით გამოსვლისას დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში განვითარდა და ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა ქვეყნებს შორის რამდენიმე თვის წინ ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მეშვეობით.

მანვე აღნიშნა, რომ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით მზად არიან წვლილი შეიტანონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში

„ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანად მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრების დადგენის პროცესის დასაწყებად“. -თქვა ქართველმა მინისტრმა.

მირზოიანი თავის გამოსვლაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას შეეხო და თქვა, რომ ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში შეთანხმება ერთის თვის შემდეგ ხელმოსაწერად მზად არის და დაამატა: "სომხეთი დადებითად უყურებს სამშვიდობო შეთანხმებას (აზერბაიჯანთან). ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. ერთთვიანი ინტენსიური მუშაობით ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს პროცესი და ხელი მოვაწეროთ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას აზერბაიჯანთან“.

მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ჯანსაღ დიალოგს აწარმოებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით და დასძინა: „სომხეთი მზად არის სრულად დაარეგულიროს თავისი ურთიერთობები თურქეთთან და ასევე დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს შეთანხმებები ამ საკითხზე და ამ საკითხზე წინ მივდივართ. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი დიალოგი თურქეთთან და ვიცით, რომ ეს დაგვიანებულია“.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები