ისრაელმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანა?
ისრაელმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანა?
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა სირიის ბანიასის მინტაკაზე, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა და 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ახალ ამბებში, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა მტკიცებულება, რომ ბანიასში მდებარე ერთ-ერთი ტერიტორია და მაში განთავსებული შენობა ადგილობრივი დროით 19:30 საათზე ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე გახდა.
საჰაერო იერიშის შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და მატერიალური ზიანი მიადგა შენობას.
თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლებას, ამ დროისათვის არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
ცნობილია, რომ სამიზნე ტერიტორიაზე არიან განლაგებული ლიბანური ჰეზბოლას ელემენტები, ასევე სირიის არმია და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები.
შეგახსენებთ, რომ სირიაში, 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ისრაელი დროდადრო ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებსა და სირიის არმიის კუთვნილ სამხედრო პუნქტებზე.