ამერიკამ ერაყში „ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა

ამერიკამ ერაყში „ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა

2099349
ამერიკამ ერაყში „ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა

ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დროს „ჰეზბოლას“ მეთაურის, ლიკვიდაცია განახორციელეს.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ (CENTCOM), რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.

მეორეს მხრივ, ერაყის მთავრობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მედია ქსელის ხელმძღვანელმა გენერალმა თაჰსინ ჰაფაჩიმ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდასხმა „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურზე ძირს უთხრის ყველა შეთანხმებას ერაყსა და აშშ-ს შორის და დასძინა: „აშშ და კოალიცია პასუხისმგებელია ამ თავდასხმაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ერაყის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.“

მისივე თქმით, თავდასხმა იყო ერაყის სუვერენიტეტის „მტრული დარღვევა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას სახიფათო შედეგები მოჰყვება რეგიონში.



მსგავსი ინფორმაციები