ირანის საჰაერო იერიში

ირანის საჰაერო იერიში

2089079
ირანის საჰაერო იერიში

ირანმა განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა „ტერორიზმისა და ჯაშუშობის შტაბს რეგიონში“.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წერილობით განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რეგიონში ანტი-ირანის ტერორისტული დაჯგუფებების ჯაშუშური შტაბი და შეხვედრის ადგილები ბალისტიკური რაკეტებით იქნა დაბომბილი.

„ირანის მტრების ბოლოდროინდელი ტერორისტული დანაშაულების საპასუხოდ, ჯაშუშებისა და ტერორისტების შტაბი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის არმიის ბალისტიკური რაკეტებით იქნა დარტყმული და განადგურებული“, ნათქვამია საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციის დაეში-ს  სამიზნეების გარდა, ერაყში, ერბილში, ისრაელის საგარეო დაზვერვის სააგენტოს მოსადის შტაბბინა ასევე დამიზნებული იქნა ბალისტიკური რაკეტებით.

თავის მხრივ, ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ამბებში ნათქვამია, რომ აფეთქებები ისმოდა ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით ერბილში აშშ-ის გენერალურ საკონსულოსა და ერბილის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ ანტი-დაეში-ს კოალიციის ბაზის მახლობლად.

ერბილის გუბერნატორმა უმით ჰოშნავმა განაცხადა, რომ თავდასხმები, რომლებიც განხორციელდა ქალაქის ბევრ წერტილში და რომლებზეც პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო, იყო „არაადამიანური ტერორისტული“ თავდასხმები.


საკვანძო სიტყვები: #ირანის საჰაერო იერიში

მსგავსი ინფორმაციები