MİT-ის მორიგი ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია
MİT-ის მორიგი ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია
2088532
თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (MİT) სირიაში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის 23 სამიზნე გაანადგურა, მათ შორის ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საგუშაგოები და სხვა.
MİT-მა, ერაყში თურქ სამართალდამცველებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, სირიაში PKK/YPG-ს სტრატეგიული სამიზნეების მიმართ ოპერაცია განახორციელა.
MİT-ის ოპერაციით, სირიაში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილი 5 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, 3 საგუშაგო, 8 ე.წ სამხედრო პუნქტი, 2 საბრძოლო მასალის საწყობი, 2 ლოგისტიკური საწყობი, 2 ტექნიკური სატრანსპორტო საწყობი და სხვა კრიტიკული ობიექტები იქნა განადგურებული.