ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა

2075612
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ბოლო მოვლენები ღაზაში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, ამირ-აბდულაჰიანმა და ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამირ-აბდულაჰიანმა და ლავროვმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ საკითხებზე, განსაკუთრებით ორმხრივ ურთიერთობებსა და ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებულ ბოლო მოვლენებზე.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, გასულ კვირას მოსკოვში ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის დროს, ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად გადასადგმელი ნაბიჯებიც იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს, ამირ-აბდულაჰიანმა, შეერთებული შტატების ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც მოითხოვდა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ჰუმანიტარული მიზეზების გამო შეაფასა, როგორც „ღაზას ხალხის წინააღმდეგ გენოციდის გაგრძელების საშუალება“.

თავის მხრივ სატელეფონო საუბრის დროს, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდისა და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები