ფაშინიანის თქმით, მისმა ქვეყანამ აზერბაიჯანთან მიაღწია შეთანხმებას მშვიდობისთვის საჭირო პრინციპებზე
ფაშინიანის თქმით, მისმა ქვეყანამ აზერბაიჯანთან მიაღწია შეთანხმებას მშვიდობისთვის საჭირო პრინციპებზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ აზერბაიჯანთან მიაღწია შეთანხმებას მშვიდობისთვის საჭირო პრინციპებზე.
ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე და თქვა: "ამასთან ერთად, ორ ქვეყანას უჭირს ერთმანეთის გაგება, რადგან ისინი "ლაპარაკობენ სხვადასხვა დიპლომატიურ ენაზე".
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მთლიანი ყარაბაღის გამო გაგრძელებული და ბოლო დრომდე ვერ გადაჭრილი კრიზისი უკვე ჩიხიდან გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ფაშინიანის ეს განცხადება გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვის შემდეგ გაკეთდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი ორმხრივად აღიარებენ ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეები ეთანხმებიან 1991 წელს ყაზახეთში, ალმათიში ხელმოწერილ დეკლარაციას, როგორც პოლიტიკურ ელემენტს, რომელიც განსაზღვრავს საზღვრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობისთვის საჭირო მესამე პრინციპად საჭიროა რეგიონული კომუნიკაციების და კავშირების, ქვეყნების სუვერენიტეტის, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის საფუძველზე აღდგენა.
მსგავსი ინფორმაციები

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია