ირანი: ყარაბაღში მიღწეული შეთანხმება დამაკმაყოფილებელია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქენანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კმაყოფილია აზერბაიჯანის მთავრობასა და ყარაბაღში მცხოვრებ სომხეთის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებით

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქენანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კმაყოფილია აზერბაიჯანის მთავრობასა და ყარაბაღში მცხოვრებ სომხეთის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებით.
საინფორმაციო სააგენტო Tesnim-ის ცნობით, ქენანმა ყარაბაღის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „ირანი კმაყოფილია აზერბაიჯანის მთავრობასა და ყარაბაღში მცხოვრებ სომხეთის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებით ამ რეგიონში კონფლიქტების შეჩერების შესახებ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, ველით, რომ პრობლემის გადასაჭრელად ყურადღება გაამახვილდეს დიალოგსა და მშვიდობიანი მექანიზმებზე“.
აზერბაიჯანის არმიამ 19 სექტემბერს კონსტიტუციური წესრიგის დამყარების მიზნით ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღში 24 საათიანი ოპერაციის შემდეგ იარაღი დაყარეს.
მსგავსი ინფორმაციები

ყარაბაღის რეგიონში ერთ კვირაში 581 ნაღმი და საბრძოლო მასალა იქნა გაუვნებელყოფილი
აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ერთ კვირაში 581 ნაღმი და საბრძოლო მასალა იქნა გაუვნებელყოფილი

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით დაახლოებით 700 ათას ადამიანს არ აქვს ძირითად სერვისებზე წვდომა
ღაზის სექტორის ჩრდილოეთით დაახლოებით 700 ათას ადამიანს არ აქვს ძირითად სერვისებზე წვდომა