ყარაბაღში სომხებმა იარაღი დაყარეს, აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში სომხურმა ჯგუფებებმა იარაღი დაყარეს და აზერბაიჯანის არმიის ანტიტერორისტული ოპერაცია შეჩერდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში სომხურმა ჯგუფებებმა იარაღი დაყარეს და აზერბაიჯანის არმიის ანტიტერორისტული ოპერაცია შეჩერდა.
სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ რუსეთის სამშვიდობო ძალების შუამავლობით გაკეთებული განცხადების გათვალისწინებით მიღწეულია შეთანხმება ადგილობრივი ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერებაზე.
განცხადებაში შეთანხმებასთან დაკავშირებით შედის შემდეგი მუხლები:
- აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მყოფი სომხური შეიარაღებული ძალები და არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სიმაგრეებს და სრულად განიარაღდებიან. სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გადის, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები იშლება.
- პარალელურად ბარდება ყველა იარაღი, საბრძოლო მასალა და მძიმე მანქანა.
-ზემოაღნიშნული პროცესები რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინირებულად წარმოება იქნება უზრუნველყოფილი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხვალ ქალაქ იევლაში გაიმართება შეხვედრა ყარაბაღში სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება რეინტეგრაციის საკითხები.
მსგავსი ინფორმაციები

ერაყის ჩრდილოეთით PKK-ის წევრი 8 ტერორისტი გაანეიტრალეს
ერაყის ჩრდილოეთით სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წევრი 8 ტერორისტი გაანეიტრალეს