მეთინ გურაქი ზაქირ ჰასანოვს შეხვდა
მეთინ გურაქი ზაქირ ჰასანოვს შეხვდა
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი მეთინ გურაქი ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰასანოვმა გურაქს ახალი თანამდებობა მიულოცა. ჰასანოვმა ასევე სამძიმარი გამოთქვა ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირების“ რეგიონში მოწამეობრივად დაღუპული ჯარისკაცისთვის.
შეხვედრაზე, აზერბაიჯანის არმიის თურქეთის არმიის მოდელთან ადაპტაციის წარმატებულ ძალისხმევაზე საუბრისას ჰასანოვმა მადლობა გადაუხადა თურქეთს გაწეული მხარდაჭერისთვის.
ჰასანოვმა განაცხადა, რომ შუშას დეკლარაციით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ალიანსურ დონეზე ამაღლდა და ამ კონტექსტში სამხედრო სფეროში თანამშრომლობაც განვითარდა.
შეხვედრაზე, გურაქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა მუდმივად მზარდი ფორმატით ვითარდება.