თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს

თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს

2029880
თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს

ბალიქესირის აივალიქის რაიონში საბერძნეთის მხრიდან თურქეთის ღია წყლებში გამორიყული არალეგალების 19 კაციანი ჯგუფი თურქეთის სანაპიროს დაცვის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 არალეგალური მიგრანტი რეზინის ნავებით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადასვლას ცდილობდნენ, რომლებიც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ იძულებით თურქეთის ღია წყლებში გამორიყა.

ამის შემდეგ კი თურქეთის სანაპირო დაცვის სამმართველოში შესული შეტყობინების შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოხდა. მიგრანტები სამედიცინო შემოწმების შემდეგ შესაბამისი პროცედურებისათვის,  რაიონის მიგრაციის სამმართველოში იქნენ გადაყვანილი.



მსგავსი ინფორმაციები