შოვში მომხდარი სტიქიის მსხვერპლი გაიზარდა
შოვში მომხდარი სტიქიის მსხვერპლი გაიზარდა
2021763
3 აგვისტოს, საქართველოს საკურორტო რაიონ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბოლო ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილის განცხადებით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში 3 აგვისტოს მომხდარი მეწყრის შემდეგ, დაწყებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთი ქალბატონის ცხედარი იპოვეს რა, მომხდარი უბედური შემთხვევიდან დღემდე დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
15 ადამიანის, მათ შორის ბავშვების მოპოვების მიზნით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო ჯგუფი, ჯარისკაცები, პოლიციელები და მძიმე ტექნიკა.