შოვში მომხდარ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

მთავრობის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

2020271
შოვში მომხდარ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველოს საკურორტო რაიონ შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში გუშინ მომხდარი მეწყრის შემდეგ, ვერტმფრენის მონაწილეობით დაწყებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სტიქიის ზონაში ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანის ცხედარს იქნა მიკვლეული რა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას 210 ადამიანია გადაყვანილი, 25 ადამიანთან კი ვერ ხერხდება დაკავშირება.

შოვში მისვლა მხოლოდ შვეულმფრენით არის შესაძლებელი, რადგან წყალდიდობისა და მეწყერის გამო დაზიანებულია გზები და ხიდები.

სტიქიის ზონას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ეწვია.

მეორეს მხრივ, მთავრობის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.



მსგავსი ინფორმაციები