სირიასა და ერაყში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
სირიასა და ერაყში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
სირიაში, ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს კიდევ 12 წევრი იქა განეიტრალებული. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს წევრი 12 ტერორისტი შეეცადა ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში მალულად შეღწევას, მაგრამ, თურქმა სპეცრაზმელებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად ყველა მათგანის განეიტრალება შესძლეს. ამავე ინფორმაციით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება.
მეორეს მხრივ სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, „კლანჭი-ბლოკირების“ რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წევრი ორი ტერორისტი იქნა განეიტრალებული.
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო