გაერო: კახოვკას კაშხლის დაბომბვის შემდეგ წყალდიდობამ შესაძლოა გააუარესოს სიტუაცია

გაერო: კახოვკას კაშხლის დაბომბვის შემდეგ წყალდიდობამ შესაძლოა გააუარესოს სიტუაცია

1996807
გაერო: კახოვკას კაშხლის დაბომბვის შემდეგ წყალდიდობამ შესაძლოა გააუარესოს სიტუაცია

გაერო: კახოვკას კაშხლის დაბომბვის შემდეგ წყალდიდობამ შესაძლოა გააუარესოს სიტუაცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჯგუფები ხერსონის რაიონში წავიდნენ ზარალის დასადგენად კახოვკას კაშხლის დაბომბვის შემდეგ და გააკეთეს გაფრთხილება: "წყლის დონე აგრძელებს მატებას, იტბორება მეტი სოფელი და ქალაქი. სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს".

გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ამ თემაზე მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ხალხის ხელმისაწვდომობა საბაზისო სერვისებზე რთულია და ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება წარმოიშვას კაშხლის დაბომბვის შემდეგ წყალდიდობის გამო და დაამატა: "ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია წყალზე ხელმისაწვდომობა. ათასობით ადამიანი დამოკიდებულია კახოვკას კაშხალის სასმელ წყალზე და წყლის დონე ძალიან სწრაფად იკლებს“.

დუჟარიკმა განაცხადა, რომ გაერო უწყვეტად მუშაობს დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების მიწოდებაზე და რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციები ეხმარებიან ხერსონის რეგიონში მყოფთა ევაკუაციასა და განსახლებას.

მანვე განაცხადა, რომ გაეროს ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფები აწარმოებენ გამოძიებას ადგილზე და დაამატა: "წყლის დონე კვლავ იზრდება, იტბორება მეტი სოფელი და ქალაქი. სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს."

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სამხრეთში, ხერსონის რეგიონში რუსების მიერ კონტროლირებად კახოვკას კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური დაიბომბა. ცნობილი გახდა, რომ რეგიონს წყალდიდობის გამო დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. უკრაინამ და რუსეთმა გააკეთეს განცხადებები, რომლებშიც ერთმანეთს ადანაშაულებენ კაშხლის დაბომბვაში.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #კახოვკას კაშხალი

მსგავსი ინფორმაციები