MİT-ის მორიგი კრიტიკული ოპერაცია სირიაში

MİT-ის მორიგი კრიტიკული ოპერაცია სირიაში

1985012
MİT-ის მორიგი კრიტიკული ოპერაცია სირიაში

თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) მიერ, სირიის ჩრდილოეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად კიდევ ოთხი ტერორისტი ცოცხლად იქნა დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაცია, დაეში-ს ე.წ თურქეთის გუბერნატორი შაჰაფ ვარიში, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, სირიაში MİT-ის ოპერაციების დროს 4 ტერორისტის ადგილსამყოფელი იქნა აღმოჩენილი.

ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაჭერილი ტერორისტები უშიშროების განყოფილებებს გადაეცათ.

დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაჭერილი ტერორისტი იყო დაეში-ს ე.წ თურქეთის გუბერნატორი შაჰაფ ვარიში, რომელიც წითელ კატეგორიაში იძებნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ვარიშს უკავშირდება თურქეთში დაეში-ს მიერ დაგეგმილი და უსაფრთხოების ძალების მიერ აღკვეთილი მრავალი ტერორისტული აქტი.



მსგავსი ინფორმაციები