სერბეთში შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ხალხი ქუჩებში გამოვიდა

სერბეთში შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ხალხი ქუჩებში გამოვიდა

1984060
სერბეთში შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ხალხი ქუჩებში გამოვიდა

სერბეთში შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ხალხი ქუჩებში გამოვიდა.

გასულ კვირას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანა სერბეთში განხორციელებული ორი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა დემონსტრაციები, რომლებსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა ლოზუნგით "არა ძალადობას".

ოპოზიციური პარტიების მოწოდებით დედაქალაქ ბელგრადის თაოსნობით ქალაქ ნოვი-სადსა და ნიშში  შეკრებილმა ხალხმა თავდასხმების შემდეგ, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვრპლა, მოითხოვა შეჩერედეს საზოგადოებაში „ძალადობის პოპულარიზაცია“.

50 000-მდე ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრატისლავ გასიჩის და სერბეთის უსაფრთხოების საინფორმაციო სააგენტოს დირექტორის (BIA) ალექსანდრე ვულინის "გადადგომას" და "რეალითი" გადაცემების გაუქმების მოთხოვნით, რომლებიც ძალადობის ყველა ასპექტს მოიცავს.

დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ "ყველაფერი შეჩერდება სერბეთში" პარასკევს (12 მაისს), თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მოსთხოვეს სერბეთის პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება, სადაც მთავრობა აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნაში უსაფრთხოებაზე.

დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსულმა მეცნიერმა, მარინა ვიდოევიჩმა თქვა, რომ აქ შეკრებილი ხალხი კითხულობს, რატომ მოხდა თავდასხმები სერბეთში.

ნოვი სადში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანსაც იგივე მოთხოვნები ქჰონდა. მათ სამძიმარი გამოუცხადეს თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1800 სკოლაში 2-2 პოლიციელი გაიგზავნა, ასევე პოლიცია განლაგდება ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა ქუჩები, სავაჭრო ცენტრები და ავტობუსის გაჩერებები და სხვა.

პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადაწყვეტილებით, უკანონო იარაღის „ნებაყოფლობითი“ ჩაბარების პროცესი დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღინიშნა, რომ პროცესის პირველ დღეს, რომელიც 8 ივნისამდე გაგრძელდება, 1500 იარაღი, 50 ათასი ტყვია და 100-ზე მეტი ბომბი იქნა ჩაბარებული.



მსგავსი ინფორმაციები