აზერბაიჯანმა ლაჩინი-ხანქენდის გზაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაარსა

აზერბაიჯანმა ლაჩინი-ხანქენდის გზაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაარსა

1978369
აზერბაიჯანმა ლაჩინი-ხანქენდის გზაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაარსა

აზერბაიჯანმა, სომხეთის საზღვარზე ლაჩინი-ხანქენდის გზაზე (ლაჩინის დერეფანი) სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაარსა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზის დასაწყისში შეიქმნა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რათა თავიდან აიცილონ ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალის, ნაღმების და სხვა სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება სომხეთიდან უკანონო მიმართულებით. ბაქოს მხრიდან აღნიშნული სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაარსება, სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან იმავე ადგილზე დაარსებული სასაზღვრო პუნქტის საპასუხოდ მოხდა.

აღნიშნულია, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო რეგიონში რუსული ელემენტების სარდლობა და თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი.

საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო უწყებაც ავრცელებს შესაბამის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოწყობა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი მზადაა ითანამშრომლოს სომხეთთან სასაზღვრო კონტროლის რეჟიმის გამჭვირვალე და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.   



მსგავსი ინფორმაციები