მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯან-სომხეთს შორის

არის მსხვერპლი

1973393
მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯან-სომხეთს შორის

სომხური არმიის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 3 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გორუსის რაიონის, დიღის დასახლებაში განლაგებული სომეხი ჯარისკაცების მხრიდან ლაჩინის მხარეს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად 3 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.  

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ადეკვატურად უპასუხა და სომხეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

რეგიონში ვითარება აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშაა.

სომხურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხურმა არმიამ კონფლიქტში დანაკარგები განიცადა.



მსგავსი ინფორმაციები