აზერბაიჯანში დეპუტატი ფაზილ მუსტაფა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა

აზერბაიჯანში დეპუტატი ფაზილ მუსტაფა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა

1966636
აზერბაიჯანში დეპუტატი ფაზილ მუსტაფა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა

აზერბაიჯანში, დიდი განმათავისუფლებელი პარტიის თავმჯდომარე და დეპუტატი ფაზილ მუსტაფა, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსტაფას ბაქოს საბუნჩუს რაიონში საკუთარი სახლის წინ დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ.

იქვე აღნიშნულია, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

აზერბაიჯანის სამედიცინო რეგიონული ერთეულების მართვის ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი ფაზილ მუსტაფას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები