ისრაელის მორიგი საჰაერო იერიში სირიაზე

ისრაელის მორიგი საჰაერო იერიში სირიაზე

1963467
ისრაელის მორიგი საჰაერო იერიში სირიაზე

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ალეპოს აეროპორტი ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა.

ასადის რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო SANA სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა ავიაიერიში ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე აეროპორტის გარშემო ადგილობრივი დროით 03:55 საათზე განახორციელა. ამავე ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შემდეგ აეროპორტი დაზიანდა.

როგორც ცნობილია, რომ ალეპო რეჟიმის ძალების, ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოური ტერორისტული ჯგუფების, რომლებიც ეკუთვნის ჰეზბოლას, კონტროლს ექვემდებარება.

ისრაელის ხელისუფლებას თავდასხმასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

2011 წლიდან, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელი დროდადრო ახორციელებს თავდასხმებს ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებსა და რეჟიმის სამხედრო პუნქტებზე სირიაში.


საკვანძო სიტყვები: #საჰაერო იერიში , #სირია , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები