აზერბაიჯანი თურქეთში 100 მილიონი დოლარის დაწესებულებებს ააშენებს

აზერბაიჯანი თურქეთში 100 მილიონი დოლარის დაწესებულებებს ააშენებს

1962783
აზერბაიჯანი თურქეთში 100 მილიონი დოლარის დაწესებულებებს ააშენებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ თურქეთში მიწისძვრის ზონებში 100 მილიონი დოლარის ღირებულების სახლებს, საზოგადოებრივ შენობებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ააშენებენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაირამოვი, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ევროკომისიის და ევროკავშირის როტაციული თავჯდომარის, შვედეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბაირამოვმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ გაგზავნეს თურქეთში სამძებრო-სამაშველო, სამედიცინო და მოხალისეებისგან შემდგარი 940 კაციანი გუნდი.

ბაირამოვმა აღნიშნა, რომ მათ თურქეთს 5 ათას 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს და შესაბამისი ორგანიზაციების ანგარიშზე 45 მილიონი დოლარი შეიტანეს.

„აზერბაიჯანი ამიერიდან მოძმე თურქეთს დაუდგება გვერდით და გააგრძელებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიწისძვრის შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის. სწორედ ამის ფარგლებში რეგიონში, 100 მილიონი დოლარის ღირებულების სახლებს, საზოგადოებრივ შენობებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავაშენებთ“, განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები