ალიევ-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ალიევ-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
1961320

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, პუტინმა და ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე.