ირანში 230 სკოლაში 5 ათასზე მეტი მოსწავლე მოიწამლა
ირანში 230 სკოლაში 5 ათასზე მეტი მოსწავლე მოიწამლა
![ირანში 230 სკოლაში 5 ათასზე მეტი მოსწავლე მოიწამლა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/04ec/9831/866f/6406d7ec75572.jpg?time=1737638636)
გავრცელებული ინფორმაციით, ირანში გასული წლის 30 ნოემბრიდან დღემდე, 230 სკოლაში 5 ათასზე მეტი მოსწავლე ტოქსიკური გაზით მოიწამლა.
ირანელი სტუდენტების საინფორმაციო სააგენტოს (ISNA) ცნობით, ირანის პარლამენტის მოწამვლის საქმეებზე საგამოძიებო კომისიის წევრმა მოჰამად ჰასან ასფერმა განაცხადა, რომ გუშინ გაიმართა შეხვედრა დაზვერვის, შინაგან საქმეთა, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და პოლიციის წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე წარმოდგენილ ანგარიშებზე დაყრდნობით ასფერმა განაცხადა, რომ 2022 წლის 30 ნოემბრიდან მოყოლებული, 25 პროვინციაში 230 სკოლაში 5 ათასზე მეტი მოსწავლეა მოწამლული.
ირანელი ჩინოვნიკის თქმით, მოწამვლის მიზეზის დასადგენად სხვადასხვა ტესტირება ჩატარდა, შხამის სახეობაზე მაგრამ ამ დროისათვის მისი სრული შემცველობა ვერ დადგინდა. გამოძიება გრძელდება.
მეორეს მხრივ, რეჟიმის ოპონენტების მტკიცებით, მასობრივი მოწამვლის შემთხვევების მიღმა, ირანის ადმინისტრაციაში დგას რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც სურთ შური იძიონ მაჰსა ემინის დემონსტრაციებზე, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.