ირანში სკოლებში გრძელდება მოსწავლე გოგონების მასობრივი მოწამვლის ფაქტები
ირანის სხვადასხვა პროვინციის სკოლებში დაახლოებით სამი თვეა გრძელდება მასობრივი მოწამლის ფაქტები
ირანის სხვადასხვა პროვინციის სკოლებში დაახლოებით სამი თვეა გრძელდება მასობრივი მოწამლის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქალაქში კიდევ მოხდა ათობით მოსწავლე გოგონას მოწამვლა.
მოწამვლის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ხორასანის, ფარსის, რეზევი ხორასანის, ისპაჰანის, ილამისა და ხუზესტანის პროვინციებში.
უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ შტატის ქალაქ ბოკნურდის ორი სკოლიდან 46 გოგონა მოწამვლის სიმპტომებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღინიშნა, რომ მოსწავლეებს აღენიშნებოდათ გულისრევა, სისუსტე და თავბრუსხვევა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფარსის პროვინციის ქალაქ შირაზსა და სერვისტანში 24 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს მსგავსი სიმპტომებით.
აღინიშნა, რომ მსგავსი ჩივილებით ათობით მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს ილამის პროვინციის ქალაქ ეივანში, ისპაჰანის პროვინციის ქალაქ ქაშანში, რეზევი ხორასანის პროვინციის ქალაქ მაშჰადში და ხუზისტანის პროვინციის ქალაქ აჰვაზში.
მეორეს მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, ხუზესტანის პროვინციის 6 ქალაქში ამ დროისთვის 700 მოსწავლე გოგონაა მოწამლული და აქედან 200 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
2022 წლის 30 ნოემბრიდან ყურადღებას იქცევს ირანის სკოლებში მასობრივი მოწამვლის შემთხვევები.
მოწამვლის შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელთა გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „სკოლებში გამოყენებულ მომწამვლელ გაზში N2 (დიაზოტი) აირი იქნა აღმოჩენილი.“
რეჟიმის ოპოზიციონერთა მტკიცებით, ირანის ხელისუფლებაში არის რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც სურთ შური იძიონ მაჰსა ემინის დემონსტრაციების გამო, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
მეორე მხრივ, თეირანის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ინციდენტის უკან დგანან ანტირეჟიმული ელემენტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ წაქეზებას.