ისრაელის ძალები პალესტინელების მიმართ ძალადობას განაგრძობენ
ისრაელის ძალები პალესტინელების მიმართ ძალადობას განაგრძობენ
ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარბევის შედეგად ორი პალესტინელი მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ისრაელის ძალებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთში მდებარე ქალქილიის გუბერნიაში შემავალი ქალაქი აზუნი დაარბიეს.
ისრაელის ძალების მიერ განხორციელებულ ამ ქმედებას, პალესტინელების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, ისრაელის ჯარების მიერ გახსნილ ცეცხლს 15 წლის მუჰამედ ნიდალ სელიმის სიცოცხლე შეეწირა, მეორე ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.
ცნობისათვის, 2023 წლის დასაწყისიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის არმიისა და ებრაელი დასახლებების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა.
მსგავსი ინფორმაციები
ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება
ანკარა-ათენს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება