ირანში მოწამვლის საეჭვო შემთხვევები

ირანში სამ თვეში ქალაქ ყუმის, თეირანის, ისპაჰანისა და ბურჯარდის 14 სკოლაში  650 მოსწავლე გოგონა მოიწამლა

1953375
ირანში მოწამვლის საეჭვო შემთხვევები

ირანში სამ თვეში ქალაქ ყუმის, თეირანის, ისპაჰანისა და ბურჯარდის 14 სკოლაში  650 მოსწავლე გოგონა მოიწამლა.

ამ მოვლენების შემდეგ გავრცელდა მოსაზრება, რომ გოგონები განზრახ მოწამლეს, რათა სკოლაში არ წასულიყვნენ.

მთავრობის სპიკერმა ალი ბაჰადორი ჩეჰრომმა განაცხადა, რომ დაზვერვა და განათლების სამინისტრო ერთობლივად იმუშავებენ მოწამვლის წყაროს დასადგენად.

პირველად, 30 ნოემბერს, ქალაქ ყუმის საშუალო სკოლის 18 მოსწავლე გოგონა გადაიყვანეს საავადმყოფოში და მათ მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ.

სხვა ქალაქების გოგონების სკოლებში მსგავსი შემთხვევების აღმოჩენამ კამათი გამოიწვია.

ოჯახები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და არ წყდება ბრალდებები.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მოსწავლე გოგონები გახდნენ სამიზნე საპროტესტო აქციების გამო, რომელიც ქვეყანაში ბოლო თვეებია მიმდინარეობს.

მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ ვიღაცეები ცდილობდნენ ხელი შეუშალონ გოგონების სკოლაში სიარულს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევები მსუბუქი იყო, „მოწამვლა არ არის სასიკვდილო და არ უნდა გამოიწვიოს პანიკა“.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იუნუს პანაჰიმ ასევე თქვა: ”როგორც ჩანს, ზოგიერთს სურს, რომ ყველა სკოლა დაიხუროს, განსაკუთრებით გოგონების სკოლები”.



მსგავსი ინფორმაციები