ირანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ირანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ირანმა ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდაცვის წვრთნები დაიწყო. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ფართომასშტაბიანი წვრთნები სახელწოდებით „მეურვეობის დამცველები 1401“, არმიის და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო თავდაცვის განყოფილებების მონაწილეობით, დაიწყო. სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში წვრთნებთან დაკავშირებით შეფასებების გამკეთებელმა, ბრიგადის გენერალმა კადირ რაჰიმზადემ განაცხადა: „სპეციალური დანიშნულების რაზმის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის წვრთნები ტარდება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, დასავლეთსა და ცენტრალურ საჰაერო ბაზებზე. წვრთნების ბოლო ეტაპი გაიმართება ქვეყნის დაახლოებით ორი მესამედის ფართობში საჰაერო სივრცეში, ანუ 1 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ რადიუსში. წვრთნებში მონაწილეობას იღებენ საბრძოლო თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები, რადარები, ელექტრონული ომის აღჭურვილობა, საკომუნიკაციო სისტემები და 100-ზე მეტი თვითმფრინავი. მისი მიზანი, სამხედრო და ეკონომიკურ ცენტრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა გახლავთ“.