სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 3162 ადამიანი დაიღუპა და 5235 ადამიანი დაშავდა სირიის სხვადასხვა რაიონში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის, ფაზარჯიქის რაიონში იყო.
6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იგრძნობოდა სირიის პროვინციებში იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიაში, ტარტუსსა და რაკაში. მიწისძვრამ აღნიშნულ პროვინციაში სერიოზული ნგრევა გამოიწვია.
ასადის რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში, რომლებიც რეჟიმის კონტროლის ქვეშ იმყოფება, 1262 ადამიანი დაიღუპა და 2285 დაშავდა.
მეორეს მხრივ, მრავალი შენობა განადგურდა ან დაზიანდა ჩრდილოეთ სირიაშიც, რომლის კონტროლიც ოპოზიციის ქვეშაა.
სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR), სამოქალაქო თავდაცვის (თეთრ ჩაფხუტიანების), ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი წყაროების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1900 ადამიანი დაიღუპა და 2950 ადამიანი დაშავდა ზემოთ ჩამოთვლილ პროვინციებში.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.