სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1943742
სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 2530 ადამიანი დაიღუპა და 4645 ადამიანი დაშავდა სირიის სხვადასხვა რაიონში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის, ფაზარჯიქის რაიონში იყო.

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იგრძნობოდა სირიის პროვინციებში იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიაში, ტარტუსსა და რაკაში. მიწისძვრამ აღნიშნულ პროვინციაში სერიოზული ნგრევა გამოიწვია.

ასადის რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ალეპოს, ლატაკიის, ჰამასა და ტარტუსის პროვინციებში, რომლებიც რეჟიმის კონტროლის ქვეშ იმყოფება, 1250 ადამიანი დაიღუპა და 2045 დაშავდა.

მეორეს მხრივ, მრავალი შენობა განადგურდა ან დაზიანდა ჩრდილოეთ სირიაშიც, რომლის კონტროლიც ოპოზიციის ქვეშაა. 

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR), სამოქალაქო თავდაცვის (თეთრ ჩაფხუტიანების), ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი წყაროების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1280 ადამიანი დაიღუპა და 2600 ადამიანი დაშავდა ზემოთ ჩამოთვლილ პროვინციებში.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები