ჰულუსი აქარი ჯუანშერ ბურჭულაძეს და ზაქირ ჰასანოვს მასპინძლობს

ჰულუსი აქარი ჯუანშერ ბურჭულაძეს და ზაქირ ჰასანოვს მასპინძლობს

1940893
ჰულუსი აქარი ჯუანშერ ბურჭულაძეს და ზაქირ ჰასანოვს მასპინძლობს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა სამმხრივი შეხვედრა გამართა, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, ზაქირ ჰასანოვთან. შეხვედრა ყარსში, ‘2023 წლის ზამთრის’ სამხედრო წვრთნების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლებიც. შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს სამი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, გასული წლის 21 დეკემბერს, ჰულუსი აქარის მასპინძლობით ქალაქ კაისერში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები