სერგეი ლავროვმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარება განიხილეს
სერგეი ლავროვმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარება განიხილეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარება განიხილეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა და ბაირამოვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ბაირამოვმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებში გაჟღერებული მოთხოვნები, იმის თაობაზე, რომ რუსული ძალების მიერ კონტროლირებად რეგიონში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საბადოების უკანონოდ გამოყენება ხდება და ლაჩინის დერეფანი ბოროტად გამოიყენება, ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით შესაბამისი ნაბიჯი არ გადადგმულა.
ბაირამოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მხრიდან 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო აზერბაიჯანის მიწები, ყარაბაღის მე-2 ომის შემდეგ (2020 წ.), აზერბაიჯანმა წამოაყენა წინადადებები სომხეთთან ურთიერთობების დამყარებაზე და ნორმალიზების აღდგენაზე რა, სომხეთი მაინც ცდილობს პროვოკაციული ქმედებების ჩადენას, რითაც პროცესის ჩაშლას ცდილობს.
ცნობისათვის, აზერბაიჯანმა გასული წლის 10 დეკემბერს რეგიონში გაგზავნა ექსპერტთა ჯგუფები აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, სადაც სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს და სადაც დროებით რუსული ძალები არიან განლაგებული, საბადოების უკანონო ექსპლუატაციისა და შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შესასწავლად, სომხებმა ექსპედიციას რეგიონში შესვლის უფლება არ მისცეს.
ამ ვითარების გამო, აზერბაიჯანის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და აქტივისტებმა 12 დეკემბერს ლაჩინის დერეფანში საპროტესტო აქცია დაიწყეს აზერბაიჯანში საბადოების უკანონო ფუნქციონირების აღკვეთის მოთხოვნით.