ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
1939307

ირანის დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანში შემავალ, ქალაქ ხოიში წინა დღეს მომხდარი 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 973-მდე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო Fars-ი ქალაქ ხოის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეორეს მხრივ, ირანის სასწრაფო დახმარების დირექტორმა მუკთება ხალიდიმ განაცხადა, რომ დაშავებულთა რიცხვი 1000-ს უახლოვდება. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული რეგიონის 70 სოფელში შესაბამისი სამაშველო და დახმარებითი სამუშაოები გრძელდება.