გეირ პედერსენი სირიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

გეირ პედერსენი სირიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

1938346
გეირ პედერსენი სირიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გეირ პედერსენი აცხადებს, რომ სირიაში კონფლიქტს ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა სჭირდება, მაგრამ ეს გამოსავალი ახლოს არ არის. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

პედერსენმა თქვა, რომ სირიელი ხალხი 2023 წელს დიდ ქაოსსა და კრიზისშია ჩარჩენილი და დაამატა; „ამ კონფლიქტს სჭირდება ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. მაგრამ, ეს გამოსავალი სამწუხაროდ ახლოს არ არის. კონფლიქტის მოსაგვარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო“.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობა ჟენევაში გრძელდება მაგრამ, მნიშვნელოვანი წინსვლა არ დაფიქსირებულა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #გეირ პედერსენი

მსგავსი ინფორმაციები