საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა

საქართველოს ქალაქ საგარეჯოში თავდამსხმელმა ბინის აივნიდან ცეცხლი გახსნა

1935596
საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა

საქართველოს ქალაქ საგარეჯოში თავდამსხმელმა ბინის აივნიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 49 წლის თავდამსხმელმა თავისი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლი გახსნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად 4 სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

იქვე ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელის სახლში ოპერაცია ჩაატარეს და ეჭვმიტანილმა პოლიციის მოსვლამდე თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა მოქალაქეებსა და პოლიციას, 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები