ჰულუსი აქარმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მიიღო
ჰულუსი აქარი რამშტეინის ავიაბაზაზე უკრაინის საკითხთან მიმართებაში გამართულ შეხვედრას დაესწრება

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მიიღო.
დედაქალაქ ანკარაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრა პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა.
მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუი აქარი დღეს, გერმანიაში, უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრება. „უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა“ დღეს გერმანიაში, რამშტეინის ავიაბაზაზე გაიმართება. შეხვედრას თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის ჩათვლით, 30-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დაესწრება.
შეხვედრაზე, გასული წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები, რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენები და დახმარების საკითხები განიხილება.
მსგავსი ინფორმაციები

აზერბაიჯანში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათეულობით პირი დააკავეს
აზერბაიჯანში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათეულობით პირი დააკავეს

სერგეი ლავროვმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარება განიხილეს
სერგეი ლავროვმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარება განიხილეს