უკრაინამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება უარყო
სერგეი ჩერევატიმ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ „კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა“
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ „კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა“.
უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უკრინფო“-ს ცნობით, ჩერევატიმ შეაფასა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმების შესახებ.
მისი განცხადებით, რუსეთის არმიას არ შეუძლია მაღალი სიზუსტის შეტევების განხორციელება და თქვა: „ეს ინფორმაცია ისეთივე ზუსტია, როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ გაანადგურეს მთელი ჩვენი HIMARS-ები. ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი სიზუსტის თავდასხმის სისტემებით ხალხმრავალი პერსონალის ცენტრებზე, საწყობებზე და ლოჯისტიკაზე წარმატებული მოქმედებების საპასუხოდ. მათ ასეთი შანსი არ აქვთ“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.