ანკარა და მოსკოვი სირიის ჩრდილოეთში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ

ანკარა და მოსკოვი სირიის ჩრდილოეთში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ

1927951
ანკარა და მოსკოვი სირიის ჩრდილოეთში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მათ რუსეთთან ერთად შეუძლიათ განახორციელონ ერთობლივი პატრულირება სირიის ჩრდილოეთში.  ჰულუსი აქარმა აღნიშნული განცხადება, ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ჰულისი აქარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, 28 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში თურქეთის, რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის და ერის დაცვაა. ამისთვის ტერორიზმთან ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ თანამოსაუბრეებს განვუცხადეთ ჩვენი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ჩვენ არ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ მივიღოთ დამატებითი ლტოლვილები. ჩვენ ამის შესახებ ჩვენი პოზიცია მტკიცედ დავაყენეთ დღის წესრიგში. ჩვენი ეს პოზიცია ყველამ კარგად უნდა იცოდეს და შესაბამისად იმოქმედოს. მოსკოვში გამართული შეხვედრის გაგრძელება იქნება. ამ საკითხზე მიღწეულია საჭირო შეთანხმებები. ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ერთობლივი პატრულირება რუსეთთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში. თურქეთი, სირიის და ერაყის ჩათვლით ყველა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს სცემს“.



მსგავსი ინფორმაციები