სარატოვში სამხედრო ბაზას თავს უკრაინული უპილოტო აპარატი დაესხა

თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

1923815
სარატოვში სამხედრო ბაზას თავს უკრაინული უპილოტო აპარატი დაესხა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ სარატოვში, ენგელსის სამხედრო ავიაბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ენგელსის სამხედრო ავიაბაზას ქალაქ სარატოვში.

იქვე აღნიშნულია, რომ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით 01:35 საათზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

ცნობილი გახდა, რომ აპარატის ნაწილების ბაზაზე ჩამოვარდნის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა. უკრაინას თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 დეკემბერს ენგელსის სამხედრო ბაზაზე და დიაგილევოს სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 2 თვითმფრინავი დაზიანდა.

რუსეთი ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზას უკრაინის სხვადასხვა წერტილში შორი რადიუსის რაკეტების გასაშვებად იყენებს.



მსგავსი ინფორმაციები