აქტუალური თემის ანალიზი 17-2022
რა დიდი გამოწვევები ელოდება თურქეთს 2023 წელს?
აქტუალური თემის ანალიზი 17-2022
რა დიდი გამოწვევები ელოდება თურქეთს 2023 წელს?
თურქეთი აგრძელებს ბრძოლას, რომ გახდეს დიდი სახელმწიფო ძალიან რთულ გეოგრაფიაში. ეს თითქმის ცეცხლის რგოლს ჰგავს. ერთის მხრივ, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, მეორეს მხრივ, სამოქალაქო ომი სირიაში და ჩამოშლილი სახელმწიფო სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ერაყში სტაბილურობა არ დამყარებულა, ირანში სოციალური მოვლენები, დემონსტრაციები და კონფლიქტები გრძელდება, დაძაბულობა კავკასიაში, ყარაბაღის ომი და პრობლემები საბერძნეთთან, 2022 წელს თურქეთისთვის დიდი გამოწვევები იყო. ახლა 2023 წელი გველის. ეს კი ახალ გამოწვევებს ნიშნავს. მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს შესაძლებლობებადაც გადაიქცეს.
ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს...
გეოგრაფია ბედისწერაა. თურქეთის ბედი უნდა იყოს ისეთ გეოგრაფიაში, რომელიც გადაჯაჭვულია ახლო აღმოსავლეთთან ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე ძალიან რთულ გეოგრაფიაში. ტერიტორია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოს გული, გლობალური ენერგორესურსების ცენტრი და ასევე ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ბუნებრივია, ეს გეოგრაფია ასევე არის გლობალური ძალაუფლების ბრძოლის ცენტრი, გეოგრაფია, სადაც დიდი სახელმწიფოები მარიონეტულ ომებს აწყობენ რეგიონალურ ძალებთან და არასახელმწიფო აქტორებთან. განსაკუთრებით 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს მხრიდან ავღანეთის და ერაყის ოკუპაციამ, რეგიონის დინამიკა მთლიანად თავდაყირა დააყენა. არაბული გაზაფხულის ეფექტი ჯერ კიდევ იგრძნობა. ჩვენ ვსაუბრობთ არასტაბილურობის აუზზე, სადაც გაჩნდნენ და იკვებებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა დაეში და PKK. სანამ თურქეთი ებრძვის ყველა ამ სტრუქტურებს, ახლა მან უნდა შექმნას ახალი გეოპოლიტიკური ეფექტი. რუსეთ-უკრაინის ომით.
დიახ, 2023 წლის მთავარი განმსაზღვრელი საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. როგორც ჩანს, ომი გაჭიანურდება და მისი გავლენა იქნება უზარმაზარი. რუსეთზე დაწესებული სანქციების საფუძველზე წარმოქმნილი ენერგო კრიზისები ისევ გაგრძელდება. ზამთრის თვეების გასვლასთან ერთად, ომის ესკალაციაც შეიძლება იყოს მოსალოდნელი და ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს ბევრ სფეროსა და ძალაუფლების ბალანსზე კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე და ახლო აღმოსავლეთამდე. საუბარია პროცესზე, რომელიც მოიცავს დიდ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს თურქეთისთვის. საბოლოო ჯამში, 2023 წელი შეინარჩუნებს თავის პოზიციას, რაც გამოიხატება მე-3 გზაზე, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მასზე მეტი ზეწოლა იქნება, განსაკუთრებით დასავლელი პარტნიორების მხრიდან. თუმცა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებით, თურქეთი გააგრძელებს საკვანძო პოზიციის შენარჩუნებას, განსაკუთრებით გლობალური ენერგიისა და სურსათის მიწოდების თვალსაზრისით. კვლავ შესაძლებელი იქნება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მის ახლომდებარე გეოგრაფიებში, სადაც ეს გამოიწვევს ძალაუფლების ვაკუუმს. ჩვენს წინაშე დგას ყარაბაღის საკითხი, ზანგეზურის დერეფანი, თურქმენული გაზის კასპიის გავლით თურქეთთან დაკავშირება, სირიაში PKK/YPG-ის წინააღმდეგ გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯები და სხვა.
რა თქმა უნდა, თურქეთისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის გარდა, არის გამოწვევები სირიასა და ერაყზე. თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაძლოა, თურქეთს, რუსეთსა და ასადის რეჟიმს შორის სამმხრივი ფორმატში მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასადის რეჟიმს თურქეთის მოთხოვნების დაკმაყოფილების სურვილი ჯერ-ჯერობით მაინც არ აქვს. ამიტომ, შესაძლებელია, რომ თურქეთს მოუწიოს ცალმხრივი სამხედრო ოპერაციების გაგრძელება. ერაყში 2023 წელი ასევე ძალიან გაურკვეველია, ირანის მზარდი გავლენა, ნაციონალიზმის კონფლიქტის პოტენციალია. ამით კი PKK/YPG ცდილობს ისარგებლოს ორივე ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ამ კონტექსტში, ტერორიზმთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი 2023 წლის განმავლობაშიც.
ასე, რომ თურქეთისთვის 2023 წელი იქნება წელი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ნორმალიზაციის პროცესი, რომელიც 2022 წელს დაიწყო, კიდევ უფრო გაძლიერდება. პროცესი, რომელიც დაიწყო და გრძელდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ისრაელთან და საუდის არაბეთთან, ეგვიპტესთანაც გაგრძელდება.