კურსკის სამხედრო აეროპორტის ნავთობის შესანახ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ კურსკის სამხედრო აეროპორტის ნავთობის შესანახ ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა

1915215
კურსკის სამხედრო აეროპორტის ნავთობის შესანახ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ კურსკის სამხედრო აეროპორტის ნავთობის შესანახ ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა „ტელეგრამი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "კურსკის აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლი არ არის. ხანძრის ლიკვიდირება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ყველა სპეცსამსახური მუშაობს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა რუსულ დიაგილევოსა და ენგელსის სამხედრო აეროპორტებზე, რის შედეგადაც 3 ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები