აქტუალური თემის ანალიზი 14-2022
სირიაში, თურქეთის შესაძლო ახალი სახმელეთო ოპერაცია

YPG-ს მხრიდან ჯერ ტაქსიმში, შემდეგ კი ონჯუფინარში და ქარქამიშში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ როგორც ჩანს, თურქეთი სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ტაქსიმის თავდასხმა უკიდურესად კრიტიკულია, რადგან ის ასახავს PKK-ს ახალი ტიპის ტერორისტულ აქტებს. იმ ფაქტმა, რომ თავდამსხმელი დაიჭირეს, სწრაფად აღმოფხვრა PKK-ის შესაძლებლობა რა, თურქეთმა საპასუხოდ PKK-YPG-ს ელემენტების წინააღმდეგ ერთდროულად სირიასა და ერაყში დაიწყო საჰაერო ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი-მახვილი“. თურქეთს შეუძლია აწარმოოს ყოვლისმომცველი საჰაერო ოპერაცია ფართო ტერიტორიაზე. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ ის მიზნად ისახავს 70 კმ სიღრმეზე, სულეიმანიის ჩათვლით, გასაგებია, რომ თურქეთს შეუძლია დაარტყას YPG-ს სირიის ნებისმიერ წერტილში. საჰაერო ოპერაციის შემდეგ, სახმელეთო ოპერაციის დინამიკა საკმაოდ განსხვავებულია.
ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...
კითხვა, თუ რატომ არის საჭირო სახმელეთო ოპერაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, აშკარაა, რომ YPG არის არასტაბილურობის ელემენტი მთლიანობაში სირიისთვის. YPG რეგულარულად უტევს ისეთ ტერიტორიებს, რომლებსაც აკონტროლებენ სირიის ეროვნული არმიის შენაერთები. YPG ასევე ახორციელებს თავდასხმებს თურქეთის წინააღმდეგ აინ-ელ-არაბის ტერიტორიიდან სამოქალაქოების წინააღმდეგ. ასე, რომ მათი ეს ქმედებები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.
თურქეთი მიიჩნევს, რომ სახმელეთო ოპერაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რეგიონის ტერორიზმისგან გასაწმენდად და თურქეთში მცხოვრები ლტოლვილების დაბრუნების საფუძვლის შესაქმნელად. იმის გამო, რომ 2019 წელს თურქეთის შეთანხმება რუსეთთან და აშშ-სთან ჯერ კიდევ არ განხორციელებულა, კიდევ ერთი მიზეზია იმისა რომ სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს. ამ შეთანხმებების მიხედვით YPG თურქეთის საზღვრიდან 30 კმ-ით უნდა დაშორებულიყო.
მაშ, რა სახის სამხედრო ოპერაციას განახორციელებს თურქეთი? ამ ეტაპზე შესაძლებელია რამდენიმე სცენარზე საუბარი. პირველის მიხედვით, თურქეთი უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს YPG-ს ყოფნას ტელ-რიფატსა და მანბიჯში. ამ რეგიონების განთავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია ევფრატის დასავლეთით მდებარე რეგიონის სტაბილურობისთვის. მოგვიანებით ის თურქეთის საზღვრის ბოლოში მდებარე აინ-ელ-არაბს დაუმიზნებს. აინ-ელ-არაბი სირიის ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისოდ აღიარებული ქალაქია. მას შემდეგ, რაც დაეშ-მა ქალაქი დაიპყრო, რეგიონიდან ათასობით ლტოლვილი იძულებული გახდა თავი თურქეთისთვის შეეფარებინა. ამ ეტაპზე თურქეთის ოპერაციამ შესაძლოა საერთაშორისო რეაქცია გამოიწვიოს. თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთს აქვს გადაწყვეტილი, გააუქმოს YPG-ს აქ ყოფნა.
მეორე სცენარის მიხედვით, თურქეთი აფართოებს საოპერაციო არეალს ევფრატის აღმოსავლეთით მის საზღვარზე მდებარე ტერიტორიების დასაცავად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სირიის რეჟიმის YPG-თან ურთიერთობას, ოპერაცია ნაკლებად სავარაუდოა. ოპერაციის ნაცვლად ამ რეგიონში ასადის ადმინისტრაციასა და თურქეთს შორის შეიძლება შეთანხმება დაიდოს და ეს რეგიონები სირიის ადმინისტრაციამ გააკონტროლოს, როგორც ადრე.
ოპერაციის კიდევ ერთი განზომილება არის უცხოელი აქტორების მიდგომა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონტექსტში რუსეთს უკრაინის ომის გამო თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს და ამიტომ სრულებით არ არის სირიაში თურქეთის სახმელეთო ოპერაციის წინააღმდეგი. შეერთებული შტატების მიდგომა არ არის ისეთი მკაცრი, როგორც წინა ოპერაციებში. შესაძლოა, ეს ცვლილება უკრაინის ომში თურქეთის მზარდ მნიშვნელობას მივაწეროთ. როგორც ჩანს, ირანი ოპერაციის წინააღმდეგია, მაგრამ შიდა არეულობამ შეცვალა მისი პრიორიტეტები.
საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ სირიაში შესაძლო ახალი სახმელეთო ოპერაციის, კონიუნქტურა თურქეთის სასარგებლოდ ჩანს.