„ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა“

„მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა“

1903214
„ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა“

ირანში, 50 დღეზე მეტია მიმდინარე საპროტესტო ტალღის, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა, დაღუპულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა. ნორვეგიაში დაფუძნებული ირანული ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის (IHR) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დემონსტრაციების შედეგად, რომელიც ქვეყანაში 50 დღეზე მეტია გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, დაღუპული აქციის მონაწილეთაგან 41, 18 წლამდე ასაკის იყო, ხოლო 24 ქალია.

თავის მხრივ, ირანის უფლებადამცველთა სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებში 38 უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციებში 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ცნობისათვის, ირანში 16 სექტემბრიდან მოყოლებული ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.



მსგავსი ინფორმაციები