"ირანი შესაძლოა უახლოეს მომავალში საუდის არაბეთსა და ერაყზე თავდასხმისთვის ემზადებოდეს"

Wall Street Journal: "ირანი შესაძლოა უახლოეს მომავალში საუდის არაბეთსა და ერაყზე თავდასხმისთვის ემზადებოდეს"

1900878
"ირანი შესაძლოა უახლოეს მომავალში საუდის არაბეთსა და ერაყზე თავდასხმისთვის ემზადებოდეს"

ზოგიერთი წყაროს ცნობით, საუდის არაბეთი და ამერიკის შეერთებული შტატები განგაშის მდგომარეობაში გადავიდნენ იმის გამო, რომ ირანი შესაძლოა უახლოეს მომავალში საუდის არაბეთსა და ერაყზე თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

ამერიკული გაზეთის Wall Street Journal-ის ჟურნალისტთან საუბრისას, ამერიკელმა და საუდის არაბეთელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანმა შესაძლოა მალე განახორციელოს თავდასხმები საუდის არაბეთზე და ერაყის ქალაქ ერბილში ზოგიერთ სამიზნეზე, რათა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტებისგან ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთმა ეს სადაზვერვო ცნობები აშშ-ს ოფიციალურ პირებს გაუზიარა და აღნიშნული ორი ქვეყნის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ჯარები მზადყოფნაზე გადავიდნენ.



მსგავსი ინფორმაციები